Sunday, June 10, 2012

10 საინტერესო ფაქტი ტიტანიკის შესახებ



10 საინტერესო ფაქტი ტიტანიკის შესახებ

 

1. 14 აპრილის ღამეს გემზე მყოფ პირველი კლასის მგზავრებს ვახშმის მენიუში ჰქონდათ ხამანწკები, ორაგული, საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი პიტნის სოუსით, შოკოლადი და პუდინგი. გარდა ამისა მასში შედიოდა ღვინო, ყავა და სიგარა.
2. "ტიტანიკს" ჰქონდა საკუთარი გაზეთი, რომლის სახელწოდება იყო The Atlantic Daily Bulletin. ის ყოველდღიურად გამოდიოდა და მასში იწერებოდა სხვადასხვა სტატიები, ყოველდღიური ამბები და ჭორები, ასევე ყოველდღიური მენიუ.
3. გემი იყო უმაღლეს დონეზე მოწყობილი. იქ იყო ბიბლიოთეკები, საცურაო აუზი, თურქული აბაზანები.
4. მაშინ როდესაც გემის ბორტზე იმყოფებოდნენ მაშინდელი სამყაროს ყველაზე მდიდარი და პატივსაცემი ადამიანები, ორმა ადამიანმა, რომლებსაც ბილეთი ნაყიდი ჰქონდათ ბოლო მომენტში გემით გამგზავრება გადადეს. ესენი იყვნენ მილტონ ჰერშე და ფინანსისტი ჯეიპი მორგანი.
5. ტრაგედიის შემდეგ ერთ თვეზე ნაკლებ დროში მუნჯური კინოს მსახიობმა და ტიტანიკის ერთ-ერთმა გადარჩენილმა დოროთი გიბსონმა ითამაშა ფილმში „ტიტანიკზე გადარჩენილი“. მან ფილმში საკუთარი თავი ითამაშა და გემზე თავს გადახდენილი რეალური ისტორია განასახიერა. მას ფილმში ეცვა ისეთივე თეთრი კაბა, როგორიც ტრაგიკულ საღამოს. ფილმი ამერიკასა და ინგლისში ჰიტი გახდა, თუმცა 2 წლის შემდეგ მისი ფილმის ჩანაწერები ცეცხლმა სრულად გაანადგურა.
6. "ტიტანიკის" საკმაოდ ბევრი არტეფაქტია გადარჩენილი და შენახული მასაჩუსეტსის შტატში მდებარე მუზეუმში. იქ ინახება მაშველი ჟილეტები, სასადილოს მენიუ, პირველი კლასის კაიუტის ხალიჩის ნაჭერი, წერილები, საფოსტო მარკები, ზარი და უამრავი სხვა ნივთი.
7. ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ცნობით, გემის ბენდის ხელნძღვანელის ვალას ჰარლეის კუთვნილი ვიოლინო 2007 წელს 101 ათას ფუნტად გაიყიდა.
8. "ტიტანიკზე" გადარჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის სახლი დღეს დენვერში მუზეუმადაა ქცეული. 1910 წელს აგებული სახლი, რომელიც მარგარეტ ბრაუნს ეკუთვნის ტურისტებისთვის ღიაა. მარგარეტი ცნობილია როგორც "ჩაუძირავი მოლი ბრაუნი".
9. გემზე გადარჩენილი ადამიანებიდან უკანასკნელი 2009 წელს დაიღუპა. მალვინა დინი ტრაგედიის დროს მხოლოდ 9 კვირის იყო და შესაბამისად ყველაზე ახალგაზრდა მგზავრებს შორის. ის სამაშველო ჟილეტის წყალობით გადარჩა. The Guardian-ის ცნობით, ქალბატონი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთი თვით ადრე ფილმ "ტიტანიკის" ვარსკვლავებმა ლეონარდო დიკაპრიომ და ქეით უინსლეტმა მას მოხუცთა თავშესაფრის ხარჯები დაუფარეს.
10. ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს, რომ გემზე ბენდის უკანასკნელი სიმღერა "Nearer My God To Me" (ღმერთი ჩემთან უფრო ახლოსაა), მაგრამ 1912 წელს The New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში ეკიპაჟის ერთ-ერთმა გადარჩენილმა წევრმა ჰაროლდ ბრაიდმა აღნიშნა, რომ ჩაძირვამდე გემზე ჟღერდა სიმღერა "Autumn" (შემოდგომა).
გემი 1912 წლის 15 აპრილს გამთენიისას ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში აისბერგს შეეჯახა, რის შედეგადაც შუაზე გადატყდა და ჩაიძირა. მასზე მყოფი 2224 ადამიანიდან 1514 დაიღუპა. მის ბორტზე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები იმყოფებოდნენ.

ტიტანიკის ტრაგედიის საინტერესო დეტალები


ტიტანიკის ტრაგედიის საინტერესო დეტალები

კომისიის წევრებმა დაასკვნეს, რომ სამაშველო ეკიპაჟმა "კალიფორნიელმა" დაინახა ტიტანიკი რომელიც იძირებოდა და არ მიეშველა მათ. კაპიტნის თანაშემწემ ჩარლზ ვიქტორ გროუვზიმ დაადასტურა, რომ 14 აპრილს იმყოფებოდა გემბანზე 23:10-ზე, ბორტის მარცხნივ დაინახა შუქი, მაგრამ გადაწყვიტა რომ ეს გემი სამგზავრო იყო, ვინაიდან მასზე ბევრი შუქი ჩანდაო. შემდეგ როდესაც კაპიტანი ამოვიდა გემბანზე შუქი ჩააქრესო. კაპიტანმა და მისმა თანაშემწემ ჩათვალეს, რომ 23:40-ზე შუქები ჩააქრეს-ალბათ ღამით გაჩერდნენო. ეს სწორედ ის დრო იყო, როცა "ტიტანიკი" აისბერგს შეეჯახა და გაჩერდა. 

ტიტანიკის ტრაგედიის დეტალები


ლაინერის შესახებ დაუჯერებელი ამბები

1972 წლის 15 აპრილს ლინკორნ "თეოდორ რუზველტის" რადისტმა დაიჭირა SOS სიგნალები - ხმაურსა და შიშინს შორის ისმოდა მოწოდება, რომელიც იუწყებოდა რომ "ტიტანიკი" იძირებოდა. რადიტმა ლოიდ დეტმერმა პირველი რაც იფიქრა ის იყო - "ხომ არ შევიშალეო".. მაგრამ მერე გადაწყვიტა მაინც გამოეძახა სანაპირო დაცვა - იქნებ მართლა ვიღაც იძირება და შველა სჭირდებაო. ნაპირიდან პასუხი იყო მეტად უცნაური - ლოიდ უბრძანეს - ყურადღება არ მიექცია ამ მოწოდებებისათვის და კურსი განეგრძო. უკვე პორტში ლოიდი და გემის კაპიტანიც ცდილობდნენ გაერკვია რა მოხდა. ამ სიგნალებზე უფრო მეტად ისინი გააკვირვა სანაპირო დაცვის უცნაურმა პასუხმა და ქცევამ - მაგრამ პორტში მათ აუხსნეს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო "ტიტანიკის" მოწოდება - "ტიტანიკი" 60 წლის წინ ჩაიძირა და საერთოდ არანაირი SOS სიგნალი არ იყო - ყველაფერი მოგელანდათო. 

მაგრამ ლოიდი ამით არ დაკმაყოფილდა - მას საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ რადიოკავშირზე გამოძახებაზე პასუხებს სცემდნენ არა სამხედროები, არამედ სპეცსამსახურების წარმომადგენლები! და მან გადაწყვიტა პატარა გამოძიება ჩაეტარებინა - ჯერ უბრალოდ აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ თანდათანობით ისეთი საინტერესო ინფორმაციები ამოქექა, რომ ბოლო ბოლო ნევროზის გამო ფსიქიატრიულში აღმოჩნდა!
მაგრამ სანამ იქ მოხვდებოდა (თუ მოახვედრებდნენ??) - ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა:დეტმერმა მოქექა სამხედრო არქივები და აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც ეს სიგნალები მოისმინა.!

არმოჩნდა, რომ, მისი კოლეგები (რადისტები) ღებულობდნენ ასეთ სიგნალებს "ტიტანიკიდან" გარკვეული პერიოდის ინტერვალებით - მან დაალაგა ყველა ასეთი შეტყობინება და ასეთი უცნაური სურათი მიიღო!
1924 წელი, 1930- წელი, 1936- წელი, 1942- წელი!

„ტიტანიკის” ჩაძირვის უცნობი მიზეზები და ფაქტები



„ტიტანიკის” ჩაძირვის უცნობი მიზეზები და ფაქტები
2012 წლის 15 აპრილს ზუსტად 100 წელი შესრულდება, რაც აისბერგს დაეჯახა,  კატასტროფა განიცადა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამგზავრო ხომალდი, ლეგენდარული „ტიტანიკი”. თავის პირველ და ბოლო რეისში ევროპიდან ამერიკის მიმართულებით „ტიტანიკმა” 1912 წლის 12 აპრილს აიღო გეზი, იმ დროს ბორტზე დაახლოებით 2 200 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლო ვერსიით კი, გემის ჩაძირვის მთავარ დამნაშავედ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დასახელდა. ინგლისელმა ჟურნალისტმა, კრიმინალურმა რეპორტიორმა რობერტ სტრენჯმა, თავის წიგნში, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ნაციონალურ არქივში მოძიებული ცნობების თანახმად, „ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზად უინსტონ ჩერჩილის გულგრილობა დაასახელა. ავტორის თქმით, ჩერჩილი, ხომალდის პროექტირებისა და აგების დროს მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ხოლო უშუალოდ გემის ჩაძირვის პერიოდში – საადმირალოს პირველი ლორდი იყო და სწორედ მას ეხებოდა გემის საექსპლუატაციო უსაფრთხოების შემოწმება.
„ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზებზე მომუშავე ბრიტანულმა კომისიამ დაადგინა, რომ ლაინერზე მართლა იყო ბინოკლების დეფიციტი, კერძოდ საუბარია ეგრეთ წოდებულ „ყვავის ბუდეზე”, საზღვაო ჟარგონით სამეთვალყურეო ანძაზე, საიდანაც მეზღვაურს თვალყური უნდა ედევნა კურსისთვის – ბინოკლი იქ არავის არ ჰქონდა.
„ტიტანიკის” ბორტზე არ ჰქონდათ წითელი ფერის სასიგნალო მაშხალები და სწორედ ამ ფაქტის გამო დაიღუპა უამრავი ადამიანი: ახლოს მყოფმა გემებმა საგანგაშოდ არ ჩათვალეს თეთრი ფერის რაკეტები, რომლებსაც „ტიტანიკიდან” უშვებდნენ ჩაძირვის დროს.