Sunday, June 10, 2012

„ტიტანიკის” ჩაძირვის უცნობი მიზეზები და ფაქტები



„ტიტანიკის” ჩაძირვის უცნობი მიზეზები და ფაქტები
2012 წლის 15 აპრილს ზუსტად 100 წელი შესრულდება, რაც აისბერგს დაეჯახა,  კატასტროფა განიცადა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამგზავრო ხომალდი, ლეგენდარული „ტიტანიკი”. თავის პირველ და ბოლო რეისში ევროპიდან ამერიკის მიმართულებით „ტიტანიკმა” 1912 წლის 12 აპრილს აიღო გეზი, იმ დროს ბორტზე დაახლოებით 2 200 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლო ვერსიით კი, გემის ჩაძირვის მთავარ დამნაშავედ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დასახელდა. ინგლისელმა ჟურნალისტმა, კრიმინალურმა რეპორტიორმა რობერტ სტრენჯმა, თავის წიგნში, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ნაციონალურ არქივში მოძიებული ცნობების თანახმად, „ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზად უინსტონ ჩერჩილის გულგრილობა დაასახელა. ავტორის თქმით, ჩერჩილი, ხომალდის პროექტირებისა და აგების დროს მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ხოლო უშუალოდ გემის ჩაძირვის პერიოდში – საადმირალოს პირველი ლორდი იყო და სწორედ მას ეხებოდა გემის საექსპლუატაციო უსაფრთხოების შემოწმება.
„ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზებზე მომუშავე ბრიტანულმა კომისიამ დაადგინა, რომ ლაინერზე მართლა იყო ბინოკლების დეფიციტი, კერძოდ საუბარია ეგრეთ წოდებულ „ყვავის ბუდეზე”, საზღვაო ჟარგონით სამეთვალყურეო ანძაზე, საიდანაც მეზღვაურს თვალყური უნდა ედევნა კურსისთვის – ბინოკლი იქ არავის არ ჰქონდა.
„ტიტანიკის” ბორტზე არ ჰქონდათ წითელი ფერის სასიგნალო მაშხალები და სწორედ ამ ფაქტის გამო დაიღუპა უამრავი ადამიანი: ახლოს მყოფმა გემებმა საგანგაშოდ არ ჩათვალეს თეთრი ფერის რაკეტები, რომლებსაც „ტიტანიკიდან” უშვებდნენ ჩაძირვის დროს.

No comments:

Post a Comment