10 საინტერესო ფაქტი ტიტანიკის შესახებ

1. 14 აპრილის ღამეს გემზე მყოფ პირველი კლასის მგზავრებს ვახშმის მენიუში ჰქონდათ ხამანწკები, ორაგული, საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი პიტნის სოუსით, შოკოლადი და პუდინგი. გარდა ამისა მასში შედიოდა ღვინო, ყავა და სიგარა.
2. "ტიტანიკს" ჰქონდა საკუთარი გაზეთი, რომლის სახელწოდება იყო The Atlantic Daily Bulletin. ის ყოველდღიურად გამოდიოდა და მასში იწერებოდა სხვადასხვა სტატიები, ყოველდღიური ამბები და ჭორები, ასევე ყოველდღიური მენიუ.
3. გემი იყო უმაღლეს დონეზე მოწყობილი. იქ იყო ბიბლიოთეკები, საცურაო აუზი, თურქული აბაზანები.
4. მაშინ როდესაც გემის ბორტზე იმყოფებოდნენ მაშინდელი სამყაროს ყველაზე მდიდარი და პატივსაცემი ადამიანები, ორმა ადამიანმა, რომლებსაც ბილეთი ნაყიდი ჰქონდათ ბოლო მომენტში გემით გამგზავრება გადადეს. ესენი იყვნენ მილტონ ჰერშე და ფინანსისტი ჯეიპი მორგანი.
5. ტრაგედიის შემდეგ ერთ თვეზე ნაკლებ დროში მუნჯური კინოს მსახიობმა და ტიტანიკის ერთ-ერთმა გადარჩენილმა დოროთი გიბსონმა ითამაშა ფილმში „ტიტანიკზე გადარჩენილი“. მან ფილმში საკუთარი თავი ითამაშა და გემზე თავს გადახდენილი რეალური ისტორია განასახიერა. მას ფილმში ეცვა ისეთივე თეთრი კაბა, როგორიც ტრაგიკულ საღამოს. ფილმი ამერიკასა და ინგლისში ჰიტი გახდა, თუმცა 2 წლის შემდეგ მისი ფილმის ჩანაწერები ცეცხლმა სრულად გაანადგურა.
6. "ტიტანიკის" საკმაოდ ბევრი არტეფაქტია გადარჩენილი და შენახული მასაჩუსეტსის შტატში მდებარე მუზეუმში. იქ ინახება მაშველი ჟილეტები, სასადილოს მენიუ, პირველი კლასის კაიუტის ხალიჩის ნაჭერი, წერილები, საფოსტო მარკები, ზარი და უამრავი სხვა ნივთი.
7. ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ცნობით, გემის ბენდის ხელნძღვანელის ვალას ჰარლეის კუთვნილი ვიოლინო 2007 წელს 101 ათას ფუნტად გაიყიდა.
8. "ტიტანიკზე" გადარჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის სახლი დღეს დენვერში მუზეუმადაა ქცეული. 1910 წელს აგებული სახლი, რომელიც მარგარეტ ბრაუნს ეკუთვნის ტურისტებისთვის ღიაა. მარგარეტი ცნობილია როგორც "ჩაუძირავი მოლი ბრაუნი".
9. გემზე გადარჩენილი ადამიანებიდან უკანასკნელი 2009 წელს დაიღუპა. მალვინა დინი ტრაგედიის დროს მხოლოდ 9 კვირის იყო და შესაბამისად ყველაზე ახალგაზრდა მგზავრებს შორის. ის სამაშველო ჟილეტის წყალობით გადარჩა. The Guardian-ის ცნობით, ქალბატონი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთი თვით ადრე ფილმ "ტიტანიკის" ვარსკვლავებმა ლეონარდო დიკაპრიომ და ქეით უინსლეტმა მას მოხუცთა თავშესაფრის ხარჯები დაუფარეს.
10. ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს, რომ გემზე ბენდის უკანასკნელი სიმღერა "Nearer My God To Me" (ღმერთი ჩემთან უფრო ახლოსაა), მაგრამ 1912 წელს The New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში ეკიპაჟის ერთ-ერთმა გადარჩენილმა წევრმა ჰაროლდ ბრაიდმა აღნიშნა, რომ ჩაძირვამდე გემზე ჟღერდა სიმღერა "Autumn" (შემოდგომა).
გემი 1912 წლის 15 აპრილს გამთენიისას ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში აისბერგს შეეჯახა, რის შედეგადაც შუაზე გადატყდა და ჩაიძირა. მასზე მყოფი 2224 ადამიანიდან 1514 დაიღუპა. მის ბორტზე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები იმყოფებოდნენ.
No comments:
Post a Comment